არსენალის მთის განვითარების იდეა 2004 წელს დაიბადა, როდესაც მეგობრების გუნდმა დაიწყო ჩარხმშენებელი ქარხნის აქციების გამოსყიდვა. დაფუძნდა შპს „მეგობრობა-ლენდი“.
პროექტის მაშტაბის და კომპლექსურობის გათვალისწინებით პროცესი ხანგრძლივი და გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა გუნდმა მისი ბოლომდე მიიყვანა წარმატებით შეძლო.
2018 წელს განახლებული გუნდით დავაფუძნეთ შპს "არსენალი რეზიდენსი". ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა გვეთქვა ახალი სიტყვა თბილისის ურბანული განვითარების ისტორიაში, რისთვისაც შევქმენით პროექტის ხერხემალი - 170 მეტრი სიგრძის ბულვარი, ქუჩების ქსელი, რეკრეაციული და მულტიფუქნციური ზონები. ძველი თბილისის ხასიათის შესანარჩუნებლად შევიმუშავეთ ავთენტური არქიტექტურა დაბალი განაშენიანებით, რომელიც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილზეა მორგებული.
"არსენალი რეზიდენსი" ჩვენთვის არის პასუხისმგებლობა თბილისის და მომავალი თაობის წინაშე - პასუხისმგებლობა ქალაქს შევმატოთ უსაფრთხო, მშვიდი და სუფთა უბანი, რომელიც დღეს უკვე ფორმას იძენს და მალე საცხოვრებელ სივრცედ იქცევა.
კომპანიის შესახებ
მმართველი გუნდი
ალექსანდრე ვანიძე
Co-founder
ლევან ქარუმიძე
CEO, Co-founder
ნიკოლოზ ჩიქოვანი
Co-founder