პროექტები

  1. მთავარი
  2. პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ

არსენალი რეზიდენსი ქალაქის ისტორიულ ადგილას – არსენალის მთაზე მდებარეობს, რამდენიმე წუთის სავალზე ისეთი ღირსშესანიშნავი ლოკაციებიდან, როგორიცაა სამების საკათედრო ტაძარი, პრეზიდენტის რეზიდენცია, ავლაბრის მოედანი, თავისუფლების მოედანი, მეიდანი, აბანოთუბანი და ძველი თბილისის ყველა ცნობილი ქუჩა.

არსენალი რეზიდენსი თანამედროვე საცხოვრებელი უბანია, სადაც დაბალი განაშენიანება და ჰარმონიულად განლაგებული შენობები უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას, გახსნილ ხედებსა და კომფორტულ ატმოსფეროს ყოველდღიური ცხოვრებისათვის. დაგეგმარებისას მთავარი აქცენტი გაკეთებულია უსაფრთხოებასა და სუფთა გარემოზე – მიწისქვეშა პარკინგი უბანს მანქანებისგან ათავისუფლებს, ხოლო გამწვანებული ბულვარი, დასასვენებელი ზონები და საბავშვო სივრცეები აქ ცხოვრებას უფრო სასიამოვნოსა და მრავალფეროვანს ხდის.

კომპლექსის მულტიფუნქციურობა დამატებითი უპირატესობაა - საცხოვრებელ ბინებთან ერთად გათვალისწინებულია კომერციული, სავაჭრო, საოფისე, სარეკრეაციო და სპორტული ზონები, 170 მეტრი სიგრძის ბულვარი, ნახევრად ოლიმპიური აუზი, ფიტნეს დარბაზი, რაც ერთ სივრცეში ცხოვრებას, მუშაობას და დასვენებას შესაძლებელს ხდის და უბანს სრულფასოვან ურბანულ წერტილად აქცევს.

 

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია - MBG

www.mb.ge

არსენალი რეზიდენსი

რატომ არსენალი რეზიდენსი?

01

რეკრეაცია და ეკოლოგიური გარემო

რეკრეაცია და ეკოლოგიური გარემო
02

პანორამული ხედები

პანორამული ხედები
03

მდებარეობა

მდებარეობა
04

არქიტექტურული იერსახე

არქიტექტურული იერსახე
05

მულტიფუნქციური გარემო

მულტიფუნქციური გარემო
06

ავტომობილებისაგან თავისუფალი სივრცე

ავტომობილებისაგან თავისუფალი სივრცე

ბინა ბარდება პრემიუმ მწვანე კარკასის მდგომარეობით

ნაფიქრია თითოეულ დეტალზე იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, კომფორტულად ცხოვრება.

  • ფასადი და ფანჯრები

    • შენობაში დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობასა და ხმაურის იზოლაციას;
    • აივნები სრულად მოპირკეთებული თანამედროვე ევროპული სტანდარტის მასალებით.

  • კარები და ტიხრები

    • ბინაში შესასვლელი რკინის კარი სმარტ საკეტით - მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის;
    • შიდა ტიხრები ამოყვანილია პემზის ბლოკით და მოპირკეთებული ფილით;
    • ბინებს შორის გამყოფი კედლები ამოშენებულია პემზის ბლოკით და გამოყენებულია ხმის დამხშობი ფილა.
    • იატაკზე გამოყენებულია „VIBRA FLOOR“-ის იზოლაცია.

  • ინჟინერია და კომუნიკაციები

    • სველი წერტილებში გაყვანილია წყლისა და კანალიზაციის დგარები;
    • დამონტაჟებულია ელექტრო წერტილები;
    • ბინაში გაყვანილია ცენტრალიზებული გათბობის სისტემის მილები;
    • დამონტაჟებულია წყლისა და ელექტროენერგიის მრიცხველები;
    • გათვალისწინებულია კედელში ჩაშენებული კონდიციონერის წყლის საწვეთური;

  • დამატებითი უპირატესობები

    • პროექტირება და შიდა ტიხრების განლაგება შესაძლებელია მყიდველთან შეთანხმებით;
    • გამოყენებულია ეკო-მეგობრული და ენერგოეფექტური მასალები;